ხავი: "ბოლო 3-4 თვეა ხელმძღვანელობასთან კონტაქტი აღარ მქონია"

AutoSharing Option
ხავი ერნანდესი გასული წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად დაკავშირებული ადამიანი გახლდათ, რომელიც "ბარსელონას" ჩაიბარებდა, თუმცა "ალ-სადის" უფროსმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი წინადადებით არ მისულა მასთან, რათა რონალდ კუმანი ჩაენაცვლებინა.

41 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანასთან" ერთად 767 ოფიციალური შეხვედრა გამართა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სავსებით რეალურია, ის "კამპ ნოუზე" დაბრუნდეს და გუნდს, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, მორიგი ტიტულების მოგებაში ისევ დაეხმაროს.

"მე ყოველთვის ბაზარზე ვარ. ორი წელია, რაც მწვრთელი ვარ, "ბარსელონას" ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან კი ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაფერს ის გადაწყვეტს,
მე მასთან საუბარი არ შემიძლია. ჟოანმა გადაწყვიტა, რომ კუმანს უნდა ენდოს და მე მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

რაც უნდა გადაწყვიტოს, ვფიქრობ, გუნდისთვის საუკეთესო იქნება. ვიცი, რომ "ბარსელონას" საუკეთესოობისთვის ყველა ყველაფერს აკეთებს. ეს გუნდი დიდი ხანია ჩემს გულშია, თუმცა ბოლო 3-4 თვეა ხელმძღვანელობასთან კონტაქტი აღარ მქონია" - განაცხადა ხავიმ.

უამრავი ჭორისდა მიუხედავად, ფაქტი ერთია, რომ ხავი კატალონიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის სტატუსით აუცილებლად დაბრუნდება. რაღაც მხრივ, კარგია, რომ ის არ ჩქარობს.

"არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მე ბაზარზე ვარ, თუმცა გადაწყვეტილებას არ ვჩქარობ. ეს ჩემი ოცნება და ამბიციაა, ყველაზე კარგ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ უკან დასაბრუნებლად ორი მოწვევა მექნებოდა (ბართომეუს პრეზიდენტობის პერიოდში). ჩემი მხრიდან, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა უკეთ მოვემზადო და უამრავი რამ შევისწავლო. მზად ვარ, მაგრამ არ ვიჩქარებ. ვიმედოვნებ, ყველაფერი თავის დროზე მოვა.

ვფიქრობ, ლეო გუნდში დარჩება, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.

ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ხომ "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. როგორც გუნდის გულშემატკივარი, ვფიქრობ, რომ ის დარჩება" - განაგრძო ხავიმ.

ყოფილმა ნახევარმცველმა ასევე მესის შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა, თუმცა ამის ნაკლები შესაძლებლობა იქნება.

"რომელ მწვრთნელს არ სურს, ლეოს მწვრთნელი იყოს? ის შესანიშნავ ფორმაშია, კვლავაც საუკეთესოა. ის უპირატესობას 1 წამში ქმნის, ეს კი შენთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა".

ესპანელმა ჟურნალისტებს ნაკრებთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა უთხრა:

"მე ყველანაირი შემოთავაზებისთვის მზად ვარ, თუმცა უფრო მეტად თავს კლუბის მწვრთნელობას ვანიჭებ, რადგან მე ყოველდღიური ურთიერთობა მომწონს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, კარიერის მიწურულს ნაკრებიც გავწვრთნა (შემოთავაზების შემთხვევაში), რაც შეეხება ლუისს, ჯერ მისი "ფურიაროხული" კარიერა გრძელდება".

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული