ალაბამ იცის თუ როგორ უნდა მოიგოს ტიტულები [PHOTO]

AutoSharing Option
მიზეზი იმისა, რატომაც მადრიდის "რეალი" დავიდ ალაბას ტრანსფერით დაინტერესდა მისი დიდებული გამოცდილება გახლდათ.

28 წლის ფეხბურთელმა "მიუნხენის ბაიერნში" 11 წელი დაჰყო, რა დროშიც 27 ტიტულის მოგება მოახერხა, რაც მის ისედაც დიდებულ კარიერას კიდევ უფრო მეტად კაშკაშას ხდის.

რა თქმა უნდა, მისი ყველა ტიტული "რეკორდმაისტერზე" მოდის, ვინაიდან ეს გახლდათ გუნდი, რომელმაც გასულ დეკადაში ერთერთი დომინანტური ხანა შექმნა, შეგახსენებთ, ავსტრიელმა ფეხბურთელმა 10 ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.

ალაბამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის დაპყრობა ორჯერ შეძლო, შეგახსენებთ, "ბაიერნმა" 2012/2013 და 2019/2020 წლებში ლიგის თასი
ორჯერ აღმართა, რა თქმა უნდა, ამას სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულებიც მიამატა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ დავიდმა სერხიო რამოსსსა და მარსელოზე მეტი ტიტულის მოგება შეძლო (22), რაც მას კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან ფეხბურთელს ხდის.

დაბადებით გამარჯვებული ფეხბურთელის გამოცდილება "სამეფო კლუბის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნამდვილად გამოადგებათ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული