ბრაზილიელი მცველი 1904 წლის შემდეგ "რეალის" პირველი უცხოელი კაპიტანი იქნება. რომ დავბრუნდეთ უკან, 117 წლის წინ ფედერიკო რევუელტო (წარმოშობით გუატემალიდან) იყო.
ტრადიცია, რომელიც ეჭვქვეშ მოურინიომ დააყენა
მადრიდის "რეალში" კაპიტნის სამკლავურს იმ ფეხბურთელს აძლევენ, რომელიც გუნდში ყველაზე დიდი ხანია ირიცხება. ამრიგად, მარსელო 15 წელია "სამეფო კლუბში" ირიცხება. აქედან გამომდინარე, კაპიტნობაც მას ეკუთვნის.
ამ ტრადიციის დარღვევასთან ჟოზე მოურინიო ახლოს იყო. "განსაკუთრებულს" სურდა იკერ კასილასისთვის კაპიტნობის სამკლავურის
ჩამორთმევა და გარეთ მოთამაშისთვის გადაცემა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც მიღებული იყო.
გუნდის ვიცე-კაპიტანი ქარიმ ბენზემა იქნება, რომელიც რეალურად უფრო მეტჯერ უკაპიტნებს "ბლანკოსს", ვიდრე მარსელო, რადგან ბრაზილიელი ლიმიტირებული დროით თამაშობს.
სერხიო რამოსის კაპიტნობის ხანა (2015 წლიდან მოყოლებული) წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან კლუბმა 12 ტიტულის მოგება მოახერხა. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 3 თასი შედიოდა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით