1904 წლის შემდეგ პირველად - რამოსის წასვლის შემდეგ დიდხნიანი ტრადიცია დაირღვა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსის 16-წლიანი მადრიდული კარიერა დასრულდა, კაპიტნის წოდება სხვა ლეგენდაზე - მარსელოზე გადავა.

ბრაზილიელი მცველი 1904 წლის შემდეგ "რეალის" პირველი უცხოელი კაპიტანი იქნება. რომ დავბრუნდეთ უკან, 117 წლის წინ ფედერიკო რევუელტო (წარმოშობით გუატემალიდან) იყო.

ტრადიცია, რომელიც ეჭვქვეშ მოურინიომ დააყენა

მადრიდის "რეალში" კაპიტნის სამკლავურს იმ ფეხბურთელს აძლევენ, რომელიც გუნდში ყველაზე დიდი ხანია ირიცხება. ამრიგად, მარსელო 15 წელია "სამეფო კლუბში" ირიცხება. აქედან გამომდინარე, კაპიტნობაც მას ეკუთვნის.

ამ ტრადიციის დარღვევასთან ჟოზე მოურინიო ახლოს იყო. "განსაკუთრებულს" სურდა იკერ კასილასისთვის კაპიტნობის სამკლავურის
ჩამორთმევა და გარეთ მოთამაშისთვის გადაცემა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც მიღებული იყო.

გუნდის ვიცე-კაპიტანი ქარიმ ბენზემა იქნება, რომელიც რეალურად უფრო მეტჯერ უკაპიტნებს "ბლანკოსს", ვიდრე მარსელო, რადგან ბრაზილიელი ლიმიტირებული დროით თამაშობს.

სერხიო რამოსის კაპიტნობის ხანა (2015 წლიდან მოყოლებული) წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან კლუბმა 12 ტიტულის მოგება მოახერხა. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 3 თასი შედიოდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გადაჭარბებული შეფასება გაქვთ მარსელოზე, არანაირი ლეგენდა არ არის.
სააკაძე
17 ივნისი 2021 20:02
5
ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ რეალის ზნეა, რომ დამსახურებული მოთამაშე უცერემონიოდ მოიქნიოს გვერდზე, მეტი არაფერი
: )))))))
17 ივნისი 2021 17:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული