და მაინც, რატომ წავიდა სერხიო "რეალიდან"...

AutoSharing Option
1 წლის წინ სერხიო რამოსის მადრიდის "რეალიდან" წასვლა წარმოუდგენელი გახლდათ, თუმცა ესპანელ მცველსა და "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ ეს ყველაფერი უკვე რეალური ხდებოდა.

იანვრიდან მოყოლებული, რამოსი და პერესი კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დრო ივნისის ბოლომდე ჰქონდათ, რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კი სერხიომ მადრიდიდან წასვლა გადაწყვიტა.

მხარეების თქმით, რამოსს სჯეროდა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე შეეძლო თამაში და ცდილობდა გუნდის პრეზიდენტი დაერწმუნებინა, რომ 2-წლიანი კონტრაქტი მიეღო, თუმცა ფლორენტინო ამას არ თანხმდებოდა. მას სურდა
ხელფასის შემცირება და სხვა ბევრი რამის შეცვლა, რაზედაც მცველი არ დათანხმდა და წასვლა გადაწყვიტა.

უკანასკნელი წვეთი ოთხშაბათს დასახელებული შემადგენლობა გახლდათ, სადაც სერხიო არ მოიაზრეს, რამაც ყველაფერი ცხადყო.

ლეგენდარულმა ანდალუსიელმა "რეალი" დატოვა. შეგახსენებთ, რამოსი 35 წლისაა და მისი მომავალი კლუბი ჯერ კიდევ უცნობია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 8 /
Ფულის გარდა ყველა და ყველაფერი კიდია. Არ ვიცი ვისი "ბრალია" ამ შემთხვევაში, მაგრამ არცერთი ლეგენდა რომ სათანადოდ არ დააფასა ამ ძაღლმა ეგ ფაქტია.
Ნიკა
16:44 17-06-2021
1
მოდით მეგობრებო მეორე მხრიდან შევხედოთ,
გუნდმა მისცა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რამდენიმე თაობა ეყოლებათ უზრუნველი და თუნდაც ბოლო 1 ან 2 სეზონი 35 წლის ასაკში დაბალ ხელფასზე აღარ უნდათ.
ჩემი აზრით ზუსტადაც რომ მაგ ფეხბურთელებს კიდიათ ყველაფერი ფულის გარდა.

პ.ს. 300 ლარს რო არ შესთავაზებდა ხომ ფაქტია.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული