როგორ გამოიყენებს კუმანი თანამემამულეს "ბარსელონაში"?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამემამულე მემფის დეპაის უკვე 2 სატრანსფერო ფანჯარაა ელოდება. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მხარეები შეთანხმდნენ და ნიდერლანდელი შემტევი "ბლაუგრანას" რიგებში ჩაირიცხა. მემფისმა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდს კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ კუმანი და მემფისი ჰოლანდიის ნაკრებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად მოღვაწეობდნენ. "ლიონის" ექსკაპიტანმა ამ პერიოდში 18 შეხვედრა გამართა, საიდანაც თავი 11 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ბარსელონას" თავდამსხმელებს სურთ, რომ ბურთი სულ ფეხში ჰქონდეთ, მემფისი კი შესაძლოა შეტევის
დაწყებით როლში მოგვევლინოს, ამავდროულად კი, პოზიციურად დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ვიხილავთ. ის ძლიერი და მოძრავი ფეხბურთელია, მისი საუკეთესო თვისება ორივე ფეხით კარგად თამაში გახლავთ" - განაცხადა კუმანმა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დეპაი ფლანგიდან თამაშობდა, ბოლო პერიოდში კი ნიდერლანდელ შემტევს ცრუ 9-იანის პოზიციაზე ვხვდებოდით, ამ დროს კი 49 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესოა, სად და როგორ როლს მოუძებნის "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მემფისს? სავარაუდოდ, ლიონელ მესი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ცენტრიდან თამაშშისთვის აწ უკვე კატალონიელთა შემტევს 3 კონკურენტი - ანტუან გრიზმანის, სერხიო აგუერისა და მარტინ ბრაიტვეიტის სახით ეყოლება.

დიდი ალბათობით, მემფისს სწორედ იმავე გზის გავლა მოუწევს, რაც მადრიდის "ატლეტიკოდან" გადმოსულ ანტუან გრიზმანს მოუწია. ფრანგი შემტევის მსგავსად, დეპაის გუნდში მეორე როლით თამაშის სწავლა მოუწევს, თუმცა, როგორც კუმანმა განაცხადა, თავის თანამემამულეს გრძელვადიანი პროექტისთვის გამოიყენებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 1 /
შევარდნაძე როგორც იყენებდა ქურდებს აი ისე გამოიყენებს
1

სიახლეები პოპულარული