კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ ხამეს როდრიგესს შანსები გაუჩნდა, რათა "სამეფო კლუბში" სათამაშოდ კიდევ ერთხელ მოვიდეს, თუმცა ამ დროისთვის ეს ნაკლებად სავარაუდოა.
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კოლუმბიელი შემტევი მადრიდის "რეალში", მიუნხენის "ბაიერნსა" და "ევერტონში" გამოდიოდა, თუმცა გულშემატკივრებსა და ფლორენტინო პერესს ის არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ როდრიგესს "ბლანკოსის" გასახდელში უამრავი მეგობარი ჰყავდა, გულშემატკივარი მაინც არ იღებდა მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის "რეკორდმაისტერიდან" იჯარის გასვლის შემდეგ უკან, ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.
"მე არავის ვუნდივარ" - განაცხადა ხამესმა თებერვლის თვეში სოციალურ ქსელში.
აპრილში
კი კოლუმბიელი ფეხბურთელის სამსახურით "როხი ბლანკო" დაინტერესდა, რაზედაც "სამეფო კლუბი" არ დათანხმდა.
"მე ყველაფერი მაქვს, რათა "ატლეტიკოში" წავიდე, თუმცა "რეალი" ამის უფლებას არ მაძლევს".
აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელმა გამთამაშებელმა განაცხადა, რომ "ბაიერნიდან" მადრიდში დაბრუნება მისთვის ნომერ პირველი არჩევანი არ გახლდათ, თუცა მასზე არაფერი იყო დამოკიდებული.
"მე აქ ვარ კონკრეტული გარემოებების გამო და არა იმიტომ, რომ მე მინდა" - დასძინა 2020 წლის ივნისში ხამესმა.
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ ხამესის შესაძლებლობები კარგად იცის და თვითონ ფეხბურთელს მადრიდში კიდევ ერთხელ დაბრუნება არ სურს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
მომზადებულია marca-ს მიხედვით