"ბარსამ" კოუტინიო ვერავის მიჰყიდა და გუნდში რჩება...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება.

L’Esportiu-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ბრაზილიელის თაობაზე შეთავაზებები არ მიუღია. ამიტომ "ბლაუგრანას" ბოსები თვლიან, რომ ბრაზილიელი არსად/ვერსად წავა...

"ბარსას" ისევ არ გადაუხდია "ლივერპულისთვის" კუთვნილი 50 მილიონი ევრო. 2018 წელს კლუბებმა ტრანსფერი 120 მილიონად შეათანხმეს; შესაძლო იყო, ბონუსებით 160 მილიონზეც კი ასულიყო...

"ლურჯ-წითლების" ხელმძღვანელობა კოუტინიოს 50 მილიონად გაყიდვას იმედოვნებდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ამხელა თანხას ბრაზილიელში არავინ გადაიხდის... თან ფილიპე წლიურად 8,5 მილიონ ევროს ხელფასის სახით იღებს...

შეგახსენებთ, ფეხბურთელს გასული წლის
დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეჰ/ კოუ კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ ბედი არ გაქვს, ამდენმა ტრავმებმა გაგაწვალა.
გია
20:15 27-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული