"ბარსელონამ" ინსინიეს შეძენა მოისურვა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ნაპოლის" 30 წლის თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება ნეაპოლის რადიო "Kiss Kiss".

"ბარსელონას" "ნაპოლისთვის" ჯერ ინსინიეს ტრანსფერზე არ მიუმართავს, რადგან საჭირო თანხა არ გააჩნია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკავშირდება, თუ შემტევების გაყიდვას და ფულის გამომუშავებას შეძლებს.

თავად ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და კლუბის გამოცვლის საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს.

გასულ სეზონში მან სერია A-ში 35 მატჩში 19 გოლი (7 პენალტით) გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჯანდაბად უნდა ეს ამდენი ფეხბურთელი ბარსას, ვეღარ ვიგებ. მოიყვანენ და მერე სკამზე ალპობენ. პიანიჩი, ტრინკაო, კოუტინიო და სხვები...
laSa
18:11 26-06-2021
0

myquiz

სიახლეები პოპულარული