ის განსხვავებული ბრაიტვეიტია...

AutoSharing Option
ევრო 2020-ზე დანიის ნაკრებთან ერთად მოღიმარი მარტინ ბრაიტვეიტიც დაბრუნდა. ფორვარდმა "ბარსელონას" შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მიუხედავად მისი დიდი მონდომებისა, მარტინი გუნდს ვერა და ვერ შეეწყო...

"ბლაუგრანაში" მისი მოსვლა გუნდის გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარეობდა, საბოლოოდ კი ის დარჩა გუნდში იმის იმედით, რომ შეძლებდა გამხდარიყო ის, ვინც სტაბილურად ითამაშებდა და გუნდს წარმატების მოპოვებაში დაეხმარებოდა.

ბრაიტვეიტმა კატალონიელთა რიგებში 1725 წუთი ითამაშა, 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ის გუნდის ლიდერებისგან განცალკევებით იდგა, ბევრად უფრო ქვემოთ.

მიუხედავად გუნდში რთული პერიოდისა, ფეხბურთელი საკუთარ ნაკრებში მიდის და თითოეული
გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ის ხვდება, რომ დანიის ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. შეგახსენებთ, სკანდინავიელები ევრო 2020-ზე მეოთხედფინალში გავიდნენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ფორვარდმა 1 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მისი პერფორმანსი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე თუნდაც განატილი გოლები. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მარტინი არ თამაშობს 9 ნომრის პოზიციაზე, ის ცდილობს იყოს ვინგერი.

მისი პრობლემა ისაა, რომ დანიელ შემტევს უწევს წინა ხაზზე ისეთი დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც ანტუან გრიზმანი, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე და ლიონელ მესი გახლავთ. "ბლაუგრანამ" ასევე სერხიო აგუერო და მემფის დეპაი დაიმატა. ამრიგად, დანიელი ფეხბურთელისთვის ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება ურთულესი იქნება. მიუხედავად მისი მონდომებისა, ნაკლებსავარაუდოა, მარტინმა სახელოვან თანაგუნდელებს ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვას.

მარტინმა კარგად უნდა გაიაზროს, თუ როგორ განავითაროს საკუთარი კარიერა, დარჩეს კატალონიაში და იომოს მისი ადგილისა და სახელისთვის თუ წავიდეს სადმე შედარებით დაბალი დონის გუნდში და იქ ითამაშოს, ამის შესაძლებლობას კი ევრო 2020-ზე შესანიშნავი თამაში მისცემს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული