ლუის ენრიკე: 18 წლის პედრისავით თვით ინიესტა ვერ თამაშობდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტების სერიაში იტალიასთან დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი შეაქო.

"თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ თამაშობდა იტალიასთან 18 წლის ბიჭუნა, სახელად პედრი? არა, თვით ანდრეს ინიესტა ვერ თამაშობდა ასე.

18 წლის ფეხბურთელის შესრულებით ასეთი რამ არც ევროზე, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ოლიმპიადაზე არ მინახავს. ეს ლოგიკას უარყოფს", - ციტირებს ლუის ენრიკეს ESPN.

პედრიმ "სკუადრა აძურასთან" მატჩის ძირითად დროში, 90 წუთში, 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ მომენტში პედრის რომ საუკეთესო ინიესტამდე ჯერ საკმაოდ აკლია, ამაზე არაა ლაპარაკი. უბრალოდ პედრი ჯერ 18 წლისაა და 18 წლის ინიესტას კი არც ბარსელონას და არც ნაკრების ძირითადში არავინ ათამაშებდა. სადღაც 21 წლის ასაკში მოიპოვა იქ ადგილი. ენრიკე ამას გულისხმობს.
არტ
11:22 08-07-2021
0
ნიჭიერი ბიჭუნაა უბრალოდ დღევანდელი ფეხბურთია ცუდ დღეში პასის გაკეთება უხარიათ, ინიესტა რა დროის მცველებში და ფეხბურთელებში აკეთებდა პასს არ დაგავიწყდეს ენრიკე და 55 კაცი ვერ ხედავდა იმ პას კიდე
აჩი**
19:18 07-07-2021
3

სიახლეები პოპულარული