ლუის ენრიკე: 18 წლის პედრისავით თვით ინიესტა ვერ თამაშობდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტების სერიაში იტალიასთან დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი შეაქო.

"თქვენ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ თამაშობდა იტალიასთან 18 წლის ბიჭუნა, სახელად პედრი? არა, თვით ანდრეს ინიესტა ვერ თამაშობდა ასე.

18 წლის ფეხბურთელის შესრულებით ასეთი რამ არც ევროზე, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ოლიმპიადაზე არ მინახავს. ეს ლოგიკას უარყოფს", - ციტირებს ლუის ენრიკეს ESPN.

პედრიმ "სკუადრა აძურასთან" მატჩის ძირითად დროში, 90 წუთში, 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
55-დან 55 ზუსტის ნაცვლად,20 მწვავე პასი რომ გაეკეთებინა,გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა.პედრის არაფერს ვუკარგავ,მართლაც უნიჭიერესი ბიჭია.უბრალოდ, შეფასების კრიტერიუმებზე გადამაქვს აქცენტი.თავისთავად სიზუსტე,ბევრს არაფერს ნიშნავს.
სოსო
18:09 07-07-2021
6
ნიჭიერი ბიჭუნაა უბრალოდ დღევანდელი ფეხბურთია ცუდ დღეში პასის გაკეთება უხარიათ, ინიესტა რა დროის მცველებში და ფეხბურთელებში აკეთებდა პასს არ დაგავიწყდეს ენრიკე და 55 კაცი ვერ ხედავდა იმ პას კიდე
აჩი**
19:18 07-07-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული