"ბარსელონამ" იჯარით ავსტრიელი ვუნდერკინდი აიყვანა

AutoSharing Option
18 წლის შემტევი ნახევარმცველი იუსუფ დემირი ვენის "რაპიდიდან" "ბარსელონაში" იჯარის წესით გადავიდა.

Transfermarkt-ის მიხედვით დემირის ფასი 8 მილიონი ევროა, მისი ერთსეზონიანი იჯარა კი "ბარსელონას" ნახევარი მილიონი დაუჯდება.

მან ცოტა ხნის წინ "რაპიდთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ხოლო გაისად კატალონიურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

დემირი თავის თაობაში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, "რაპიდში" უკვე 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ავსტრიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში 27 მატჩში 20 გოლი გაიტანა, მარტში კი პირველ ნაკრებში შედგა
მისი დებიუტი.

"ბარსა" დემირს თავიდან ახალგაზრდულ გუნდში ათამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული