"რონალდო შეშლილია, ის იდიოტი, ავადმყოფი ადამიანია. ფიქრობთ, რომ ეს მოთამაშე ნორმალურია? ეს ასე არაა. ნორმალური რომ იყოს, ის იმას არ გააკეთებდა, რასაც ახლა აკეთებს და ეს ყველამ ნახა.
მათი ინტერვიუებიდანაც ჩანს, რონალდო და მოურინიო საშინელი ეგოთი არიან შეპყრობილი. არადა, ბევრად მეტი თანხის გამომუშავება შეეძლოთ, თუკი ყველაფერს სწორად გააკეთებდნენ.
პორტუგალიელი მწვრთნელი ნამდვილი იდიოტია,
ამ ორი პორტუგალიელის საერთო აგენტი ჟორჟე მენდეში კი კლიენტებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს."
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პერესის 2006 წლის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ის კლუბის ლეგენდებზე, რაულსა და იკერ კასილასზე უარყოფითად საუბრობს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით