ბაბუა ფლო ტრანსფერებზე ევროცენტსაც არ დახარჯავს

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამ ზაფხულს ტრანსფერების განხორციელებას საერთოდ არ აპირებს, - იტყობინება "რადიო მარკა".

ამის შესახებ პერესმა კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" კილიან მბაპეს (პსჟ), ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) და პოლ პოგბას (მანჩესტერი) შეძენას გეგმავდა.

ამ ზაფხულს "ბლანკოსმა" მუქთად ჩაიგდო ხელში "ბაიერნიდან" აბარგებული მცველი დავიდ ალაბა, თუმცა გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი დაკარგა, რომელმაც პსჟ-ს მიაშურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული