"ეს სიმბოლურია!" - ალაბამ "რეალში" 4 ნომერი აიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა დავიდ ალაბამ 4-ნომრიანი მაისური აირჩია და ახსნა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

"აღნიშნული საკითხი კლუბთან ერთად განვიხილე. "რეალმა" 4 ნომერი შემომთავაზა. მგონია, სხვა თავისუფალი მაისური არც იყო.

ვიცი, რას ნიშნავს ეს ნომერი მადრიდის "რეალისთვის". მისი ტარება დიდი პატივია და მოტივაციას მმატებს. ეს ნომერი ძალისა და ლიდერობის სიმბოლოა.

"რეალში" სხვასთან თავის შესადარებლად არ მოვსულვარ. მე ალაბა ვარ და მინდა ალაბად დავრჩე. გუნდს საკუთარ შესაძლებლობებსა და ძლიერ მხარეს შევთავაზებ. მაგრამ მე ისევ დავიდ ალაბა ვიქნები.

ოცნება რეალობად იქცა, "რეალი"
მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია და ძალიან ამაყი გახლავართ, რომ აქ აღმოვჩნდი. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა გუნდის მაისურს მოვირგებ", - განაცხადა ავსტრიელმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული