გრიზმანის წარმოუდგენელი ხელფასი "ბარსაში"

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს კატალონიური გრანდის ფინანსური პრობლემები სულაც არ ადარდებს და ხელფასის შემცირებას არ აპირებს.

ESPN-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი წლიურად, დაახლოებით, 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და თუ სხვა გუნდში გადავა, ხელფასი ამაზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ მიზეზით, სავარაუდოდ, "ბარსას" გრიზმანისთვის ხელფასის გადახდა ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსთან" გამართული მოლაპარაკებები "გრიზის" საულში გაცვლასთან დაკავშირებით შეჩერებულია. მხარეებმა გარიგების პირობები ვერ შეათანხმეს.

ისიც ხაზგასასმელია, რომ ანტუანს მადრიდულ გუნდში დაბრუნება უნდა. ეს ვარიანტი პრემიერლიგაში გადასვლაზე მეტად ხიბლავს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული