გრიზმანს "ბარსელონას" დატოვება არ სურს

AutoSharing Option
თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს "ბარსელონას" დატოვება არ უნდა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ის მხოლოდ "ატლეტიკოში" დაბრუნებაზეა თანახმა. ადრე "ბარსა" მის "ატლეტიკოს" ნახევარმცველ საულ ნიგესში გაცვლას ცდილობდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამასთან, თავად გრიზმანისთვის წინადადებით არავის მიუმართავს.

"ბარსელონას" სხვა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მსგავსად, ის მზადაა გუნდში დარჩენისთვის ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს.

გასულ სეზონში გრიზმანმა ლა ლიგის 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ლაპორტაც ცოტა უბერავს მგონი. რას გადაეკიდა ამ კაცს, რას ერჩის? ადაპტაცია გაიარა, უკვე შეეწყო ბარსას. ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა, მეტი რა უნდა?! გაუშვი ყველა და მინგესა მოიგებს ყველაფერს! მოკლედ უბერავს ლაპორტა!!!
G.A.L.
17:11 27-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული