"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: წარმატების მისაღწევად ყველა კლუბს ორი არგენტინელი უნდა ჰყავდეს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ სეზონის დაწყების წინ As-თან ისაუბრა:

"მწვრთნელ სიმეონეს შეუძლია გუნდში იქამდე დარჩეს, ვიდრე წასვლა არ მოუნდება. მისით აღფრთოვნებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან დიდხანს იმუშავებს. მასთან ერთად ბევრს მივაღწიეთ.

გრიზმანმა რთულ დროს დაგვტოვა. მხოლოდ ის გვინდოდა, "ბარსელონაში" ისევე მოპყრობოდნენ, როგორც ჩვენ ვეპყრობოდით. ვფიქრობ, "ბარსა" მისთვის კარგი ადგილია.

სუარესი ჩემპიონია, ფანტასტიკური ფეხბურთელი. ყველაფერ იმის შემდეგ, რასაც "ბარსელონაში" მიაღწია, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენთან მოვიდა და კვლავ ჩემპიონი გახდა. აქ ის მეგობრულ გუნდში მოხვდა.

ევროპაში წარმატების მისაღწევად,
ყველა კლუბს მინიმუმ ორი არგენტინელი უნდა ჰყავდეს. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან".

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ერთი მეგრელი))
საბა
00:25 01-08-2021
1

სიახლეები პოპულარული