მესის გამო ესპანელები წესების შეცვლას არ აპირებენ

AutoSharing Option
"ლა ლიგის" ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ "ბარსელონამ" ლიონელ მესის კონტრაქტი გაუფორმოს, ჩემპიონატი წესების შეცვლას არ აპირებს.

"აღნიშნული საკითხი "ბარსელონასთან" გავიარე და მიმდინარე პროცესს ყურადღებით ვაკვირდები. ისინი იმედოვნებენ, რომ ლეო თუ დარჩა, უფრო ნაკლებ ხელფასს დათანხმდება.

ამ ეტაპზე, ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რაც გამაჩნია. რასაკვირვირკველია, იმის გამო, რომ "ბარსელონამ" მესისთან კონტრაქტის გაფორმება შეძლოს, ჩვენ წესების შეცვლას არ ვაპირებთ,"- განაცხადა ტებასმა.

შეგახსენებთ, საქმე კლუბის მიერ გაცემული ხელფასებისა და ტრანსფერების ერთობლივ ჯამს ეხება, რომელსაც კატალონიელები არ უნდა გასცდნენ.

ლეო მესი
"ბარსელონას" რიგებში 2004 წლიდან თამაშობს და 17 წლის შემდეგ პირველად კატალონიურ კლუბსა და მას შორის კონტრაქტი აღარ მოქმედებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რასაკვირვირკველია
Goga
16:38 01-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული