რონალდოს "რეალში" გადასვლა უნდა, მაგრამ ვერ დაბრუნდება

AutoSharing Option
As-ის მტკიცებით, თავდამსხმელ რონალდოს "იუვენტუსის" დატოვება სურს და სულაც არაა წინააღმდეგი, "რეალში" დაბრუნდეს. ფეხბურთელის გარემოცვა ამ საკითხზე "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებას გაზაფხულზე ცდილობდა, მაგრამ ის წინააღმდეგი წავიდა.

რონალდოს აზრით, მის დაბრუნებას შეიძლება ხელი იმან შეუწყოს, რომ "ბლანკოსს" სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

სიტუაციას ის ართულებს, რომ "რეალისთვის" ერთადერთი პრიორიტეტული ტრანსფერი პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპეს გადაბირებაა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტითაა დაკავშირებული და პერესი ფულის გადამხდელი არაა, ეს მხოლოდ უაზრო ვარაუდებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული