თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. "მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, "ბარსა" არგენტინელთან ხელშეკრულების გაგრძელებას 8 აგვისტომდე იმედოვნებს, როდესაც გამპერის თასზე "იუვენტუსს" უმასპინძლებენ. თუმცა იქამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს.
კატალონიური "სპორტი" კი ირწმუნება, რომ მესი "ბარსელონასთან" თანამშრომლობას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც დათანხმდება.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება დასრულდა და ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება დასრულდა და ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.