სუარესი "ატლეტიკოში" მინიმუმ ორი წელი დარჩება

AutoSharing Option
34 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ატლეტიკოში" თავი პირველსავე სეზონში ჩინებულად წარმოაჩინა, ლა ლიგის 32 მატჩში 21 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბის ხელმძღვნელობა მისი თამაშით ძალიან კმაყოფილია.

"მარკას" ცნობით, ის ამჟამად სპეციალური აღდგენითი პროგრამით მუშაობს და მომავალ სეზონში უფრო ხშირად მიეცემა დასვენების საშუალება.

დიდი ალბათობით, სუარესს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაუგრძელებენ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
გიჟი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფავდაო.ნატვრისთვალი იპოვეს და სად გაუშვებენ?!წარმატებებს და კიდევ მეტ გოლს ვუსურვებ,სუას.
სოსო
21:04 03-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული