ოფიციალურად: მესი "ბარსელონადან" მიდის...

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ლიონელ მესი ოფიციალურად დატოვებს. "ბლაუგრანას" გულშემატკივართა სასიხარულოდ რამდენიმე კვირის წინ სიახლე გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ "ალბისელესტესა" და ესპანური გიგანტის კაპიტანი გუნდში 2025 წლამდე დარჩებოდა, თუმცა ყველა ზღაპარი კარგად როდის მთავრდება.

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ლეოს შენარჩუნებას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, მესისა და კლუბის 21-წლიანი საერთო გზა ოფიციალურად გაიყო.

ხუთშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ფინანსურ ჭრილში ვერ შეთანხმდნენ, ეს ყველაფერი კი "ბარსელონაში" არსებული ფინანსური კრიზისის ბრალია.

"მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანამ" და
ლეომ თავდაპირველად შეთანხმებას მიაღწიეს, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "ბარსას" ხელმძღვანელობამ ფინანსური კრიზისი ვერ დაძლია" - ციტირებს marca.

ამრიგად, მესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. როგორც ცნობილია, მისი გადაბირებით "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელებას ძალიან წამგებიანი პირობით დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
Exla es ori udidesi fexburteli unda gadavides (magalitad psj-shi) ert gundshi da mxardamxar itamashon da daasrulon is xelovneba ritac mteli msoflio gaaoces
1
ჩვენი გრანდებთან გატოლება არ ვიცი, მარა ისე ვატყობ მალე გრანდები ჩამოტოლდება ჩვენამდე.დდ
ფფფ
23:35 05-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული