მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი "ბარსელონასთან" გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ატირდა...
"არასდროს წარმომედგინა, რომ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ასე ვიტყოდი და არა ფანებთან ერთად.
კლუბს ისე ვტოვებ, გულშემატკივრები წელიწადნახევარია არ მინახავს.
სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავდნენ.
ჩვენი ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სახლში დავრჩებოდით, ეს ყველაზე მეტად გვინდოდა.
ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან არ მინდოდა ამ კლუბის დატოვება. "ბარსელონა" ის გუნდია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
ახალი კონტრაქტი შეთანხმებული გვქონდა, შვებულებიდან დავბრუნდებოდი და ხელს მოვაწერდი. მაგრამ, ბოლო ეტაპზე "ლა ლიგის" გამო შეთანხმება არ შედგა.
გადავდივარ თუ არა პსჟ-ში? ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ბევრი ზარი მივიღე და ვნახოთ, რა იქნება,"- თქვა ლეომ.