"მშვიდობით მესი" - ლეგენდის კატალონიური მოგზაურობის ისტორია... [PHOTO]

AutoSharing Option
"კამპ ნოუზე" ჩატარებული 21 დიდებული სეზონის შემდეგ ლიონელ მესი "ბარსელონას" დაემშვიდობა. გასული 2 ათწლეულის განმავლობაში, არგენტინელმა "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტიტულის მოგება მოახერხა, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ პროცესის განმავლობაში ლეო კლუბის ყველაზე დიდ ლეგენდად ჩამოყალიბდა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ახალ თავგადასავალს ესპანეთის საზღვრებს გარეთ დაიწყებს, რაც ბევრისთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი გახლდათ. გთავაზობთ მესის 21 წლიან გზას, თუ როგორ გახდა "ალბისელესტელი" ბიჭი "ლურჯ-ბროწეულისფერების" ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი.


2000 წლის 17 სექტემბერს, 13 წლის ლიონელ მესი "ბარსელონაში" მამასთან და ორ ძმასთან
ერთად გაემგზავრა, რათა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტისთვის ხელი მოეწერა. 1.48 მეტრის სიმაღლის ბიჭმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მწვრთნელები მოელოდნენ და ეს შეთანხმდება შედგა... დანარჩენი კი უკვე ისტორიაა!


8 იანვარს ლეო "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა, თუმცა მისი სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან ფეხის ტრავმა მიიღო, დაზიანების რეაბილიტაცია 3 თვეში მოხერხდა, საბედნიეროდ კი მის კარიერაში ეს ტრავმა აღარასდროს გამოჩნდა...

Sportall.Ge

მესი "ბარსელონას" B გუნდში აღმოჩნდა, თუმცა ბიუროკრატიული საკითხების გამო ფეხბურთელი მოედანზე ვერ გავიდა, თუმცა ის აქ ტიტო ვილანოვას შეხვდა, რომელმაც მის კარიერაში უდიდესი როლი შეასრულა.


მისი ეს დიდებული ტალანტი უფრო და უფრო მეტად შესამჩნევი გახდა, მისი სისწრაფე, დრიბლინგი, კაცის მოტყებია, პასისა და გოლის გატანის ალღო ბავშვობიდანვე გამოიკვეთა. ლეოს კატალონიური დებიუტი 16 ნოემბერს, ჟოზე მოურინიოს "პორტუს" წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, მაშინ არგენტინელი 16 წლის გახლდათ.


მან სეზონი "ბლაუგრანას" B გუნდში დაიწყო, თუმცა ფრანკ რაიკაარდმა (მაშინდელმა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა) ლეოს პრე სეზონის 3 შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება მისცა. 16 ოქტომბერს კატალონიურ დერბიში ცვლილებაზე შემოვიდა (17 წლის 3 თვისა და 22 დღის).


"ბარსელონას" შემადგენლობაში პირველი გოლი 1-ელ მაისს, "ალბასეტეს" წინააღმდეგ გაიტანა, მაშინ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ასევე გახდა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, "ოქროს ბიჭუნა".


"ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა მესიმ "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში მიღებული მუხლის ტრავმის გამო ფინალური მატჩი გამოტოვა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ მან ამ სეზონში 19 შეხვედრა ვერ ჩაატარა, თუმცა კატალონიური კლუბის ვარსკვლავებმა მესის გარეშეც შეძლეს და ლა ლიგა მოიგეს, არგენტინელი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემართა, სადაც კლუბის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა.

მონაწილეობა ასევე ესპანეთის თასის გათამაშებაში მიიღო, სადაც "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდა, მაგრამ ლეომ აქაც ტრავმა მიიღო და ფეხბურთს კიდევ 3 თვით დაემშვიდობა.


ჩვენ ყველას გვახსოვს კოპა დელ რეის ნახევარფინალში მესის ლეგენდარული გოლი, რომელიც "ხეტაფეს" წინააღმდეგ გაიატანა.

მაშინ არგენტინელმა 62 მეტრიანი დრიბლინგი გოლით დაასრულა, რის შემდეგაც ყველამ თქვა, რომ ეს გოლი დიეგო მარადონას ლეგედარულ შესრულებას ჰგავდა, რომელიც "ფეხბურთის მეფემ" ინგლისის ნაკრებს 1986 წელს გაუტანა.

ამ გოლამდე 1 თვით ადრე კი არც მეტი არც ნაკლებ მადრიდის "რეალს" ჰეთრიკი შეუსრულა.



ამასობაში კარს საიუბილეო მე-100 მატჩი მოგვადგა, თუმცა სახეზე მხოლოდ ტრავმებსა და ტიტულების ნაკლებობას ვხედავდით, მაგრამ მაშინ "ბარსელონაში" მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა, სწორედ აქედან იწყება ლეოს სუპერ შედეგიანობა, აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ მესის, არამედ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ეპოქა დაიწყო.


პირველივე სეზონი დაუვიწყარი გამოდგა, კლუბმა ერთიანად კოპა დელ რეი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო - პირველად ესპანურმა კლუბმა შეძლო და ერთ სეზონში ჩამოთვლილ ტიტულებს დაეუფლა.

მესი ტრავმებისგან განთავისუფლდა და ერთ კალენდრულ წელიწადში გოლებისა და შეხვედრებში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა, თავის მხრივ კი, ამ შედეგიანობის ფონზე "ბლაუგრანამ" ესპანეთის თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, რა თქმა უნდა, არგენტინელმა პირველი ოქროს ბურთიც დაიმსახურა.


"ალბისელესტელმა" ლეგენდამ რეკორდების დამყარებას სერიოზულად შეუდგა, "ბლაუგრანას" მაისურით 100 გოლიან ნიშნულსაც გადააბიჯა, მეტიც, შეძლო და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში თავი 3-3 გოლით (ჰეთრიკით) გამოიჩინა, ასევე ყველას გვახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალის" კარში გატანილი 4 გოლი.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ლა ლიგაში 99 ქულა დააგროვეს, ლეომ თავისი 34 გოლით პიჩიჩისა და მეორე ოქროს ბურთის მოგება მოახერხა, არ შეიძლება დავივიწყოთ "კამპ ნოუზე" განადგურებული მადრიდის "რეალიც" - 5:0.


მესი შედეგიანობას არ აგდებდა, მომდევნო წელს კლუბმა კიდევ 5 ტიტული მოიგო, ვარსკვლავმა კი ხელი ორ ინდივიდუალურ ჯილდოსაც გამოკრა, იმ დროინდელმა გუნდის კაპიტანმა ერთ კალენდრულ წელში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის თასის, ევროპის სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტული ასწია, ლეო კი მესამე ოქროს ბურთითა და უეფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით დაჯილდოვდა, ამ სეზონში ჯამში შემტევმა თავი 55-ჯერ გამოიჩინა.


მომდევნო სეზონი ზღაპრული გამოდგა - ერთ კალენდრულ წელში არგენტინელმა 91 გოლის გატანა მოახერხა (79 საკლუბო და 12 სანაკრებო), გამორჩეული შეხვედრა კი გერმანული "ლევერკუზენის" კარში გატანილი 5 გოლი გახლდათ.

იმავე თვეში კლუბის ისტორიაში 1 თვეში გატანილი გოლების რაოდენიბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და სეზარ როდრიგესი ჩამოიტოვა, გზად კი კიდევ ერთი ოქროს ბურთი და პიჩიჩი მოიგო. მიუხედავად ასეთი შედეგისა კატალონიელებმა მხოლოდ კოპა დელ რეის ტიტულის მოგება მოახერხეს...

ეს კი ესპანელ სპეციალისტს არ აპატიეს და პეპ გვარდიოლა გუნდიდან წავიდა, მისი ადგილი კი ტიტო ვილანოვამ დაიკავა.


ისევე როგორც მესისთვის, ეს სეზონი გუნდისთვისაც ცუდი აღმოჩნდა, გამუდმებული ტრავმიანობის გამო კლუბმა მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა.

ამას საგადასახადო სისტემასთან პრობლემებიც დაემატა, მაშინ პირველად გაჩნდა აზრი, რომ ლეო კატალონიურ გიგანტს დატოვებდა, თუმცა ამის და მიუხედავად, შემტევმა მორიგი ინდივიდუალური ჯილდოები დაიმსახურა - ევროპის ოქროს ბუცი და ლა ლიგის ბომბარდირობა.


საგადასახადო პრობლემები მომდევნო წელსაც გაგრძელდა, "ბარსელონამ" კი 10-იანთან ერთად ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.

გუნდში ლუის ენრიკე მოვიდა, მოვიდა და "ბარსელონას" აღმასვლა ხელახლა დაიწყო.


ყველაფერი დალაგდა, კატალონიელებმა ევროპის მასშტაბით დომინირება დაიწყეს - ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მესიმ კი დიდებული პერფორმანსი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ დადგა, გაიტანა 2 გოლი, თანაც როგორი!?


ამ წელს ლეომ 300 გოლიან ნიშნულსაც გადააბიჯა და მორიგი რეკორდები დაამყარა, თანაც აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ეს ყველაფერი 334 შეხვედრაში მოახერხა.

კლუბმა ლა ლიგა სეზონის ბოლო დღეს მოიგო, გზად წილად კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასიც შეხვდა.


მომდევნო 3 წლის განმავლობაში ლეო ნამდვილ გოლების მანქანად გადაიქცა, ამაზე კიდევ ერთი პიჩიჩი და ევროპის საუკეთესო ბუცის ჯილდოც მეტყველებს.

2017 წელს მეტოქის კარში გატანილი 54 გოლით "ბარსელონას" მაისურით 500 გოლიც დაგროვდა, არგენტინელი ასევე "ელ-კლასიკოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მიუხედავად ასეთი სეზონისა ფეხბურთელმა და კლუბმა მხოლოდ კოპა დელ რეის მოგება მოახერხა, ლუის ენრიკე კი ერნესტო ვალვერდეთი შეიცვალა.


მისი "საშინელი" შედეგიანობა გაგრძელდა და ზედიზედ მეორედ ლეო პიჩიჩისა და ოქროს ბუცის მფლობელია, აღნიშნულ სეზონში მესიმ 54 შეხვედრა გამართა, მეტოქეთა კარი კი 47-ჯერ დალაშქრა.

ზაფხულის თვეში არგენტინელი კატალონიური კლუბის კაპიტნად დაასახელეს, რაც შეეხება საკლუბო მიღწევას - ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის თასი.



მეექვსე ოქროს ბუცი, კიდევ ერთი პიჩიჩი და ოქროს ბურთი - როგორი შედეგია? სწორედ ასეთი იყო მესის 2019 წლის სეზონი.

"ბლაუგრანამ" ლა ლიგა მოიგო, აი ჩემპიონთა ლიგაზე კი "ლივერპულის" სასწაული 4:0-ით დამარცხდნენ, კოპა დელ რეის ფინალში კი კატალონიურმა გიგანტმა "ვალენსიასთან" გამარჯვება ვერ მოახერხა.


კოვიდ 19-ის გამო გამოწვეულმა პანდემიამ ყველაფერი გაართულა, ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხელფასის თაობა ურთიერთობა დაიძაბა. მესის სჯეროდა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება არ შეეძლო და ეს ასეც მოხდა, პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" "ბლაუგრანა" 8:2 გაანადგურა.

მესიმ კი ერთადერთი პიჩიჩის ტიტული დაისაკუთრა.

აგვისტოს თვეში ლეომ განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურდა, თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არგენტინელს ამის უფლებას არ აძლევდა.


განვლილი 2020 წლის შემდეგ ყველაფერი ისე მოჩანდა, თითქოს და "ალბისელესტელ" ლეგენდასა და "ბარსელონას" შორის ყველაფერი უნდა დალაგებულიყო, პრეზიდენტობის არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მესის სახეზე ძველებური ღიმილი დაუბრუნდა...

რონალ კუმანის ხელმძღვანელობით გუნდმა კოპა დელ რეი მოიგო, ლეომ კი კიდევ ერთი პიჩიჩი, თუმცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იმდენად კონკურენტუნარიანი არ ჩანდა, ხელმძღვანელობამ კი პირობა დადო, რომ სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებდა.

ამის შემდეგ მესი არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკის გათამაშებაში ერთვება, სადაც მისთვის სანუკვარ სანაკრებო ტიტულს იგებს, ბრაზილიიდან ფეხბურთელი უკან, ესპანეთში ბრუნდება, სადაც ემზადება, რომ მხარეებმა ყველანაირი დეტალი გაიარონ და არგენტინელმა ლეგენდამ "ბლაუგრანას" ღირსება კიდევ 4 წლით დაიცვას, თუმცა ეპიდემიის გამო გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერი გადაფარა... და ლეო წავიდა...

მოკლე, ცივი განცხადებით "ბარსელონა" კლუბის ისტორიაში (ბევრისთვის არამხოლოდ თავის) საუკეთესო ფეხბურთელს დაემშვიდობა - თინეიჯერი, რომელიც 21 წლის შემდეგ გუნდიდან წავიდა და თან მთელი კატალონიის გული წაიღო...


ეჭვგარეშეა, რომ მესი "ბლაუგრანას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, არგენტინელმა შეძლო და იმ სიმაღლეების დაპყრობა მოახერხა, რაც აქამდე არავის გამოსვლია. მთელი კარიერის განმავლობაში მის გარშემო კეთილიმსურველ ხალხს დაინახავდით - ყველა ცდილობდა, რომ გასაჭირში მისთვის დახმარების ხელი გაეწოდა. ამ ადამიანებში მოიაზრებიან ის მწვრთნელები, რომლებიც მესის ასაკობრივ გუნდში ამზადებდნენ, რათა უახლოესი ბარიერები სულ მალე დაეძლია და თავის გამოჩენა საჯაროდ დაეწყო.

რა თქმა უნდა, დაუვიწყარია მისი მეგობრებისა და ოჯახის თანადგომაც!

მესი არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც გამორჩეულია. ის მშვიდი და მეოჯახე ადამიანი გახლავთ, ყველაფერს აკეთებს, რათა მისი მეუღლე და შვილები ბედნიერად იყვნენ. ალბათ სწორედ ეს აძლევდა ძალას, რათა იმხელა სირთულეები გადაეტანა.


ლიონელ მესი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული, მისი ერთ-ერთი პროექტი კი ბარსელონაში "სან ჟოან დედეუს" საავადმყოფოს მშენებლობა და UNICEF-თან ერთად სირიისა და მოზამბიკის ბავშვების დახმარება გახლავთ.

მესი "ბარსელონადან" წავიდა, მისი მომავალი კი უცნობია... წავა პარიზში? წავა "ინტერში"? თუ არაბეთში? ის, რასაც მოედანზე "ბლაუგრანას" მაისურს ქმნიდა კატალონიელი გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი იქნება...

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე მერამდენე ლეგენდას არ აფასებს ბარსა.
გეგი
20:32 09-08-2021
1
შენზე ძალიან არავინ არ მიყვარს, ფეხბურთელებიდან. შენი თამაშის ყურება ერთი დიდი სპექტაკლია. აწი შენს გამო პსჟ-ს ქომაგი გავხდები. წარმატებები ლეგენდავ!
ლეო მესის. ნონა
18:43 09-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული