"მესისთან ერთად ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, მაგრამ..." - დესტი

AutoSharing Option
სერჟინიო დესტმა ლიონელ მესის წასვლასთან დაკავშირებით ESPN-თან ისაუბრა.

"შოკში ვიყავი, როდესაც მან დაგვტოვა, ჩვენ ყველას გვსურდა, რომ ის კლუბში დარჩენილიყო. ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ვიმედოვნებდით, რომ ის კლუბში დარჩებოდა, თუმცა წავიდა...

ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან მესისთან ერთად ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, მაგრამ თუ ჩვენ კოლექტიურად და სწორად ვიმოქმედებთ წარმატებას მივაღწევთ.

სიმართლე გითხრათ, სავარჯიშო ბაზაზე წარმოუდგენელ სანახაობებს ქმნიდა, მოედანზე კი ზუსტად იგივე გადაჰქონდა, ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ყველას გულში გვყავს, ის ლიონელ მესი არის. მისი წასვლა უცნაურია, რადგან კლუბში დიდი
ხნის განმავლობაში თამაშობდა. ჩვენ ვალდებულები ვართ ახალი სეზონისთვის მოვემზადოთ" - განაცხადა სერჟინიომ.

ამერიკელმა სპორტსმენმა ლეოსთან ერთად ჩატარებულ შეხვედრას "სოსიედადთან" 6:1 გამარჯვება დაასახელა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ლაპორტა რა გველი გამოდგა? კარგად გამოიყენა მესის ავტორიტეტი და ისე მოეთრია.
ლევანი
14:29 14-08-2021
0
ბარსამანიაზე ვკითხულობ, რომ თურმე ყველა თანახმაა, ხელფასების დაკლებაზე, რომ ახლი ფეხბურთელები დარეგისტრიდნენ. ჰმ, მესიზე გამოგეჩინათ ეგ ერთსულოვნება, თქვე უნიათოებო არ ჯობდა? რა ვიცი ლაპორტა წუწუნებს ფული აღარ გვაქვს და კრიზისში ვართო, თუ არ გაქვს ამ ახლებს, საიდან უხდი? ერთი სიტყვით რითიც არ უნდა იმართლონ თავი ყველამ ფაქტი ჯიუტია, რო მაგრად მიქარეთ მესის წინაშე. ყველა, ფეხბურთელებიანად, ხელმძღვანელობიანად და მოსახლეობიანად, მესის ცრემლად და ფრჩხილადაც არ ღირხართ. აწი რამდენიც არ უნდა მოიგოთ, თქვენი ფასი 00-ნოლია.
0

სიახლეები პოპულარული