"ბარსელონა" დე იონგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა...
AutoSharing Option
ფრენკი დე იონგმა შესაძლოა, "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ნიდერლანდელ ნახევარმცველს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას სთხოვს, ამჟამად ფრენკი წელიწადში დაახლოებით 19 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, დე იონგს "ბარსასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება.