"ალავესმა" "რეალს" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში "რეალმა" სტუმრად "ალავესი" 4:1 დაამარცხა.

ეს "რეალში" დაბრუნების შემდეგ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის პირველი მატჩი იყო. მასპინძლებმა მრისხანე სტუმრებს მხოლოდ შესვენებამდე გაუძლეს, მეორე ტაიმში კი "სამეფო გუნდმა" მეტოქე დაჯაბნა.

დუბლი ბენზემამ შეასრულა. მან წელს ჩემპიონატზე 17 გოლი გაიტანა. დებიუტანტმა ალაბამ საგოლე პასი გააკეთა. მეკარე კურტუამ "რეალში" მეასე შეხვედრა ჩაატარა - 85 გოლი გაუშვა.

23 აგვისტოს "რეალი" გასვლაზე "ლევანტეს" დაუპირისპირდება.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა"
ალავესი - რეალი 1:4
გოლები: 0:1 ბენზემა (48), 0:2 ნაჩო (56), 0:3 ბენზემა (62), 1:3 ხოსელუ (65, პენ),
1:4 ვინისიუსი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული