"ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ..." - ლაპორტამ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფინანსურ კრიზისსა და ლიონელ მესის გამგზავრებაზე ისაუბრა.

მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ ლაპორტამ სცადა, ფოკუსირება მომავალზე გაეკეთებინა და აღებული გეზი შეეცვალა.

"ვფიქრობ, ეს წარმატებული ურთიერთობა იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი გაუარესდა" - განაცხადა ჟოანმა.

"როგორც "ბარსელონას" ფანებს, ისევე მეც, მისი ხილვა "ბლაუგრანას" მაისურით მსურდა, თუმცა ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, "ბარსა" ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მიხარია, როდესაც ბედნიერს ვხედავ, ის ამ ყველაფერს იმსახურებს. ახლა შესაძლოა ჩვენ მოწინააღმდეგეები
ვიყოთ და მოგვიწევს, როგორც მეტოქეს, ისე გავუმკლავდეთ.

დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები კარგად? მე მესის განცხადება ვნახე, ჩვენ ყველაფრის ახსნა ვცადეთ. ვფიქრობდით, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, თუმცა ვიცოდით, რომ წინ რთული საქმეები გველოდა. ჩვენ ლა ლიგას 89-მილიონევროიანი ზიანი წარვუდგინეთ. როდესაც მათგან რჩევა-დარიგება მოვისმინეთ, ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებდით, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გავიაზრეთ, რომ ეს გარიგება არ შედგებოდა, ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით...

რა თქმა უნდა, ლეომაც ამ კონტრაქტისთვის უამრავი რამ გააკეთა, თუმცა გუნდის ფინანსური განადგურების საფრთხის გამო ამას ვერ გავაკეთებდით. ორივე მხარეს სხვანაირი დასასრული უფრო მოგვეწონებოდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, იდეა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ვერ განხორციელდებოდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღაპარი დასრულდა...

მირჩევნია ვიფიქრო კარგ მოგონებებსა და მომენტებზე, ვიდრე ცუდზე. მე მიხარია, როდესაც ლეოს პარიზში ბედნიერს ვხედავ. მესისთვის "კამპ ნოუზე" არ დაუსტვენიათ, გულშემატკივრებმა გუნდი დაიცვეს, ის გუნდი, რომელსაც ახლა ერთიანობა სჭირდება.

არსებობს ორმხრივი იმედგაცრუება და საქმე ზუსტად ამასთან გვქონდა... პირადად მე ლეოს ისეთივე პატივს ვცემ, როგორსაც ადრე... სამწუხაროა, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა... სამწუხაროა, რომ მესიმ დაგვტოვა".

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
ისემც შენ რა გითხარით, რაც შენ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღე. სწორი გადაწყვეტილება პსჟ-ემ მიიღო, ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
k.l.
13:41 17-08-2021
3
ეგება ვინმემ ამიხსნას, პიკე ვარჯიშზე რატომ იწევს ტრუსს? ჯერ ერთი ცუდი შესახედავია, ამხელა კაცი ამხელა ფეხებით დადის ჟირაფივით, მეორეც ბარემღა ტანგა ჩაიცვას და ისე ითამაშოს.
გური
12:25 17-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული