"რეალი" ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება, მაგრამ..." - კარიმ ბენზემა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა, ფრანგს უკვე შეუძლია უკან გაიხედოს და დიდებულ მიღწევებს თვალი შეავლოს, იმის ფიქრიც დასაშვებია, თუ რა ელის ფეხბურთელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში ესპანეთის დედაქალაქში.

რა თქმა უნდა, ბენზემა კლუბის ოქროს ხანაში თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის 4-ჯერ მოგებაში (2014, 2016,2017,2018) კი დიდი წვლილიც შეიტანა.

"რეალი" ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ, ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ეს იყო გუნდი, რომელზეც ვერ ვიტყვი, რომ დაუმარცხებელია... თუმცა ჩემპიონთა ლგიის 4-ჯერ მოგება რაღაც განსაკუთრებულია" -
ამბობს ბენზემა.

"ერთხელ გამარჯვება, რა თქმა უნდა, რთულია, ჩვენ ის ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ, ჩვენ ჩვენი ერა შევქმენით და მომავალშიც იგივეს გაკეთება გვსურს".

კარიმმა 2009 წელი გიახსენა, ის წელი, როდესაც "ბლანკოსმა" "ლიონს" ფრანგის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...

"ეს დიდი ხნის წინ იყო, თუმცა ყველაფერი მახსოვს. ჩემმა მშობლებმა და აგენტმა დამირეკეს, რათა სახლში მივსულიყავი, მთელი გზა ვფიქრობდი, რომ შინ დაბრუნება არ მინდოდა, თუმცა კარი შევაღე თუ არა ფლორენტინო პერესი დავინახე. დიახ, ეს ის კაცია, რომელმაც "ზიზუ", რონალდო და სხვა ვარსკვლავები იყიდა და გალაქტიკო შექმნა. მას ვუყურებდი და არაფერს ვამბობდი, მისგან მხოლოდ ერთი შეკითხვა მივიღე, მინდოდა თუ არა მადრიდის "რეალში" თამაში, რა თქმა უნდა დავთანხმდი, ახლა, როდესაც უკან ვიხედები და ვხედავ თუ რა გავაკეთე მე "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ძალიან ამაყი ვარ".

ბენზემა მომავალსაც იმედიანად უყურებს, განსაკუთრებით კარლო ანჩელოტის გუნდში დაბრუნების შემდეგ, შეგახსენებთ, "პაპა კარლო" "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი 2013-2015 წლებში გახლდათ, ფრანგმა ფორვარდმა კი ამ პერიოდში 98 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 48 გოლით გამოიჩინა.

"ეჭვგარეშეა, რომ ის დიდებული მწვრთნელია. მან მთხოვა, რომ ფეხბურთი მეთამაშა, ჩვენ ვარჯიშამდე ბევრი ვისაუბრეთ, ვფიქრობდით, შეგვეძლო თუ არა მოედანზე ახალი გეგმის მოფიქრება. ეს ყველაფერი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობაზეა დამოკიდებული, მე კი მასთან თავს შესანიშნავად ვგრძობ".

აშკარაა, რომ ბენზემას "რეალი" მთელი გულით უყვარს, მან ხომ თითქმის მთელი მისი კარიერა "ბლანკოსს" შესწირა.

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ის ჩემთვის ოცნება გახლდათ, ახლა კი მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ოცნებას რეალობად ვიქცევ და ისე ვცხოვრობ" - აღნიშნა კარიმმა.

შეგახსნებთ, ფრანგმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა, რის შემდეგაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე 14 წელი ექნება გატარებული.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
კარიერა შესწირაო :D ეგ საცოდავი დატანჯეს მადრიდში მუშობით და ცხოვრებით :D
Sonigi
20 სექტემბერი 2021 12:05
0
პარადოქსია-ბენზემა...ფრანგი?შეგირცხვათ,ეროვნნება
,ფრანგებო.
სტატუს ქუო
21 აგვისტო 2021 18:57
1
კაშაი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა
912
21 აგვისტო 2021 11:58
12
კარიმ ბენზემა უკვე 12 წელია,რაც რეალშია და აქედან სულ ცოტა 10 წელი,დაჟინებით მიდიოდა ლაპარაკი,რომ მას გაუშვებენ.სულ მუდმივად ლაპარაკობდნენ ამაზე,მაგრამ ის კვლავ რეალშია და წლებთან ერთად, სულ უფრო უკეთ თამაშობს.რა ამპლუაში არ მოუწია თამაში,თუმცა ყოველთვის ამტკიცებდა,რომ რეალისთვის საჭირო ფეხბურთელია.რონალდოს წასვლის შემდეგ კი,მისი დროც დადგა და ის ამას, ყოვედღიურად გვიმტკიცებს.მე,მესის და ბარსელონას ამდენი ხნის გულშემატკივარი ვწერ ამას და ვაღიარებ,რომ მისი თამაშის ყურებაც, ერთი სიამოვნებაა ჩემთვის.ალბათ იმიტომ,რომ ნამდვილი გულშემატკივრისათვის,პირველ რიგში მაინც კარგი ფებურთია და უკვე შემდეგ,საყვარელი ფეხბურთელი,ან კლუბი.(გულშემატკივრობას ფანობაში ნუ აურევთ.მათ შორის დიდი სხვაობაა და მე მხოლოდ ქართული ფეხბურთის ფანი ვარ,მესისთან ერთად)
სოსო
21 აგვისტო 2021 11:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული