შესაძლოა, ქართველი - ლაპორტამ "ბარსას" სათავეში 10 წლის შემდეგ ქალი დააანონსა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მომავალში კლუბის ხელმძღვანელი, შესაძლოა, ქალი გახდეს.

"მომავალ 10 წელში "ბარსას" პრეზიდენტი ქალი გახდება. ქალები დამსახურებულ აღიარებას უფრო გვიან იღებენ.

თუმცა ტრენდი შექმნილია და ეს კარგია. ბევრ ქალს შეუძლია კარგი მმართველი იყოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი კლუბის პრეზიდენტი 10 წელზე უფრო ადრე გახდება", - თქვა ლაპორტამ.

"ბლაუგრანას" მმართველობით სათავეებთან ახლოს ორი ქალი გახლავთ - ლაპორტას მოადგილე მარია ელენა ფორტი და კლუბის ადმინისტრაციის უფროსი მანანა გორგაძე. თუ საქმე ქალებზე მიდგა, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყველაზე
მეტი შანსი სწორედ ამ ორ ქალბატონს აქვს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქალბატონი მანანა არის გიორგაძე და არა გორგაძე.

ქვემოთ დაწყებულ კამათს გამოვეხმაურები: გიორგაძეც, გორგაძეც და გორგოძეც არიან იმერული გვარები. ქართლშიც არიან რათქმაუნდა მაგრამ ისევე როგორც ძე-ზე დამთავრებული გვარების დიდი უმეტესობა დასავლეთიდან არიან გადასულები.
sul2
26 აგვისტო 2021 04:09
0
გორგაძეს და გორგოძეს ვერ გეტყვით, გიორგაძე იმერული გვარი არაა, იმერეთსა და გურიაში გადმოსული არიან მესხეთიდან, როგორც გურია-იმერეთის ძველი გვარების უმრავლესობა. ასპინძის სოფ. სარო არის გიორგაძეების სოფელი. X ს. II ნახევარში ასევე ჯავახეთში ფიქსირდება გიორგაძე. ეს ისე, ინფორმაციისთვის :)
ზურა
26 აგვისტო 2021 09:02
0
ჩემი მოკრძალებული აზრით საამაყოა!
ჯაბა
25 აგვისტო 2021 19:57
1
და ვინ არის ეგ მანანა გორგაძე და საიდან მოხვდა ბარსაში ,
mamuka
25 აგვისტო 2021 12:29
1
თურმე ბარსელონელ ბრმა ნათემხილველს უთქვია ლაპორტას მეორედ გაპრეზიდენტების მერე იმერელი ქალი დაიკავებს ბარსას პრეზიდენტის პოსტსო.
აგული
24 აგვისტო 2021 22:55
1
ახლობლები მყავან გორგაძეები, ქართლიდან. იმერლები გორგოძეები არიან..........
გელა67
25 აგვისტო 2021 15:52
1
Გრამატიკა მესწავლა სჯობდა.
მიშა ჟორჟოლიანი
24 აგვისტო 2021 18:56
0
ამდენი ხანი რომ არის ბარსაში, ერთი ქართველი ბეხბურთელის წაყვანა რა გახდა, თუნდაც სულ სათადარიგო სკამზე იჯდეს. :D:D:D
kkkkk
24 აგვისტო 2021 17:33
16
მიგრანტების მიღება ჯერ არ დაუწყია ბარსელონას და ფეხბურთელად რომელი ფამოადგებათ?
David
25 აგვისტო 2021 07:19
1
ნეტა იმას ვისაც, ამისი გჯერათ.
guga
24 აგვისტო 2021 16:14
8
ვიცით ეს ქალბატონი. დიდი ხანია ბარსაშია
ჭორლეონე
24 აგვისტო 2021 15:47
2
გეშინოდეთ,ვინც სულ იღიმება! ამ ღიმილის უკან: სიფლიდე, სიყალბე და იმედის გაცრუებაა.
გია
24 აგვისტო 2021 15:22
2
ფუ, რამდენიც ამ ლაპორტას შევხედავთ, იმდენჯერ "მოკითხვას" ვუგზავნით, მესის გამო. ლაპორტა გვეზიზღები.
!!!
24 აგვისტო 2021 15:16
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული