"გადაიხადეთ მბაპეში 200 მილიონი ან დაასრულეთ სეზონი მეგოლფესთან ერთად" - აცხადებს პსჟ-ის მფლობელის ძმა

AutoSharing Option
პსჟ-ის მფლობელის, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ძმამ, ხალიფა ალ-ტანიმ მათი გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" შესაძლო გადასვლის თაობაზე "ტვიტერზე" შემდეგი დაწერა:

"თუ დასახელებული თანხის გადახდაზე თანახმა ხართ, ჩვენ დაგვიკავშირდით ან დაასრულეთ სეზონი მეგოლფესთან ერთად.

პარასკევს ისინი ახალი წინადადებით მოგვმართავენ. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. უკანასკნელი შანსი".

მეგოლფეში ხალიფა ალ-ტანიმ გარეთ ბეილი იგულისხმა. "რეალმა" პსჟ-ს მბაპეში 160 მილიონი შესთავაზა, მაგრამ პარიზული კლუბი 200 მილიონს ითხოვს.

"პარი სენ ჟერმენის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ კილიანს "სამეფო გუნდში" გადასვლა უნდა, არ დააკავებენ, თუმცა ტრანსფერის
განსახორციელებლად მათ მიერ დასახელებული თანხის გადახდაა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრის მდომმა ცოტას დაკარგაო, შეირგეთ რასაც გაძლევენ და გაუშვით ეგ ბიჭი რეალში
მამუკა
04:00 26-08-2021
1
მარტო ფეხბურთელების ხელფასი აჭარბებს პსჟ-ში 200 მილიონ ევროს და საინტერესოა საიდან ამდდენი ფული? მაშინ როცა ლიგა 1 დან მინიმალური შემოსავალი აქვს ?
Musenbezi
00:10 26-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული