"გინდათ მბაპე? გადაიხადეთ 200 მილიონი" - ლეონარდო შეუვალია

AutoSharing Option
პსჟ-მა თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე უკვე მეორე წინადადება უარყო, - იტყობინება „პარიზიენი“.

გამოცემის მტკიცებით, „რეალმა“ პარიზულ კლუბს მბაპეში 170 მილიონი ევრო პლუს 10 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზა. ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მადრიდული კლუბი პსჟ-ს მესამე წინადადებით მიმართავს.

„რეალმა“ ადრე „პარი სენ ჟერმენს“ მბაპეში 160 მილიონი შესთავაზა, მაგრამ პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ ეს წინადადება საერთოდ არ შეესაბამება თავდამსხმელის რეალურ ღირებულებას.

ლეონარდომ ხაზი გაუსვა, რომ მბაპეს 200 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მბაპეს კაცი სადმე გაუშვებს?! დღეს ის პირველია.
3
Peresi iseti micuculia mbape sheileba muqtat daitrios da holandic zed miayolos, yatarelebs shteri goniat Mara gamochndeba vin ufro xitria da chkviania
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული