დრამატული დასასრული - "ვილიარეალმა" "ატლეტიკოს" ქულა აჩუქა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-3 ტური მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალის" შეხვედრით დასრულდა.

"როხი ბლანკომ" "წყალქვეშა ნავებს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივარმა სანახაობრივი თამაში იხილა. "ვილიარეალმა" 52-ე წუთზე მანუ ტრიგეროს გოლის წყალობით ანგარიში გახსნა, თუმცა ზუსტად 4 წუთში მასპინძლების საუკეთესო ფეხბურთელმა ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა.

სტუმრები 74-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. თავი არნაუტ დანიუმამ გამოიჩინა. თითქოსდა "ატლეტიკო" ამ შეხვედრაში ქულას ვეღარ მოიპოვებდა, თუმცა 90+5 წუთზე "ვილიარეალის" მცველმა აისა მანდიმ და მეკარე ჯერონიმო რულიმ შეუთანხმებლად იმოქმედეს და "როხი ბლანკოს"
1 ქულა აჩუქეს.

ამრიგად, მადრიდელები 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ექვს გუნდთან ერთად ცხრილის სათავეში იმყოფებიან. "ვილიარეალი" 3 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

"ატლეტიკო" მომდევნო შეხვედრას 11 სექტემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს. "წყალქვეშა ნავები" ამავე რიცხვში "ალავესს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტოგოლების გაფილტვრა თუ არ მოხდა ,მისი ჩათვლსი წესი თუ არ შეიცვლა, სხვანაირად წაგებულ მატჩებს რომ იგებენ ან ფრედ ამთავრებენ უვარგისი კლუბები, ეს დიდი უსამართლობაა...
jango
14:45 30-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული