ლა ლიგის მე-3 ტური მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალის" შეხვედრით დასრულდა.
"როხი ბლანკომ" "წყალქვეშა ნავებს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივარმა სანახაობრივი თამაში იხილა. "ვილიარეალმა" 52-ე წუთზე მანუ ტრიგეროს გოლის წყალობით ანგარიში გახსნა, თუმცა ზუსტად 4 წუთში მასპინძლების საუკეთესო ფეხბურთელმა ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა.
სტუმრები 74-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. თავი არნაუტ დანიუმამ გამოიჩინა. თითქოსდა "ატლეტიკო" ამ შეხვედრაში ქულას ვეღარ მოიპოვებდა, თუმცა 90+5 წუთზე "ვილიარეალის" მცველმა აისა მანდიმ და მეკარე ჯერონიმო რულიმ შეუთანხმებლად იმოქმედეს და "როხი ბლანკოს" 1 ქულა აჩუქეს.
ამრიგად, მადრიდელები 3 ტურის შემდეგ 7 ქულით ექვს გუნდთან ერთად ცხრილის სათავეში იმყოფებიან. "ვილიარეალი" 3 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
"ატლეტიკო" მომდევნო შეხვედრას 11 სექტემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს. "წყალქვეშა ნავები" ამავე რიცხვში "ალავესს" უმასპინძლებს.