სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ბარსელონაში" გადასულმა თავდამსხმელმა ლიუკ დე იონგმა თავის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა, რითაც გუნდის სხვა ფორვარდებისგან განსხვავდება.
"ბარსელონას" ფეხბურთელობა - ეს რაღაც არაჩვეულებრივია. მომავლისგან ბევრს ველი. აქ ბევრი განსხვავებული თავდამსხმელია, მაგრამ მე მაღალი ვარ და კარგად ვთამაშობ თავით.
მესმის, რომ მუდამ თამაში არ მომიწევს, თუმცა რონალდ კუმანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან იცის, როგორ გამოიყენოს ფეხბურთელი, რომელიც თავით კარგად თამაშობს.
შეგუების შემდეგ გამიადვილდება, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი შესანიშნავი ბიჭები არიან, ტერ შტეგენს კი "გლადბახიდან" ვიცნობ", - ციტირებს
ლიუკ დე იონგს კატალონიური კლუბის საიტი.
შეგუების შემდეგ გამიადვილდება, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი შესანიშნავი ბიჭები არიან, ტერ შტეგენს კი "გლადბახიდან" ვიცნობ", - ციტირებს