Goal Espana-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" უკანასკნელ 10 წელში ტრანსფერებზე 996 მილიონი ევრო დახარჯა.
ამის პარალელურად, მადრიდელებმა 932,25 მილიონი ევრო ფეხბურთელების გაყიდვებით გამოიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ეს ოფიციალური ინფორმაცია არ გახლავთ, რადგან კლუბი სხვა კლუბებთან დადებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს არ ასაჯაროებს.
ამ ზაფხულს შენაძენმა (60 მლნ ევრო) გაყიდვებს (23,7 მლნ ევრო) საგრძნობლად გადააჭარბა, თუმცა სეზონის ბოლოს "ატლეტიკოს" 78 მილიონი ევროს მიღება შეუძლია, თუ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებს: საულ ნიგესს ("ჩელსი"), ალვარო მორატას ("იუვენტუსი") და ივო გრბიჩს ("ლილი") კლუბები გამოისყიდიან.
თუ ეს გამოუვათ, სეზონის ბოლოს
სატრანსფერო დანახარჯებს შემოსავლები ზუსტად 41 მილიონი ევროთი გადააჭარბებს.