ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატი ხოსეპ გვარდიოლა იქნებოდა.
"სიამოვნებით ვიხილავდი გვარდიოლას "ფურია როხას" სათავეში. ეს ძალიან მომეწონებოდა; მეტიც, იდეალური იქნებოდა. ძალიან მინდა მისი გაწვრთნილი ნაკრების თამაშის ნახვა.
ვფიქრობ, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკეთესი კანდიდატურის მოძებნა შეუძლებელია", - თქვა ენრიკემ.
ლუის ენრიკეს გაწვრთნილი ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფს ლიდერობს, გვარდიოლას დარიგებული "სიტი" კი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.