"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს

AutoSharing Option
სერხიო აგუერო არ ფიქრობს, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა სიიდან უნდა ჩამოწერონ.

კატალონიელები თავიანთი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არიან, რა თქმა უნდა, მათგან გულშემატკივარი წარუმატებლობას უფრო ელოდება ვიდრე წარმატებას, თუმცა სერხიო ასე არ ფიქრობს.

"ბარსელონა" "ბარსელონაა", ამიტომ ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ" - განუცხადა აგუერომ RAC1-ს.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არ ვართ, თუმცა მოწინააღმდეგეს პატივისცემა მოუწევს, როდესაც "ბარსას" ვხვდებოდით, ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდიც რომ ყოფილიყო, ვამბობდით, რომ ეს "ბარსელონაა". შესაძლოა ხალხი ჩვენგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას არ ელოდეს, თუმცა ყურადღებით
იყავით".

გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ლიონელ მესიმ გუნდი დატოვა სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ სერხიო მალევე მის გზას გაჰყვებოდა.

"არვიცი ამას რატომ ამბობდნენ. ლეოს კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული, როდესაც მე "ბლაუგრანას" შემოთავაზებას დავთანხმდი. სინამდვილეში გამოგონილ პუნქტზე საუბრობდნენ, მე უბრალოდ ტრავმა მივიღე".

"ლურჯ-ბროწეულისფერების" სამედიცინო შტაბის დასკვნის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბის დახმარებას ნოემბერში შეძლებდა, თუმცა როგორც ჩანს, ფორვარდმა ტრავმა ნაადრევად მოიშუშა.

"რეაბილიტაცია სწრაფად გავიარე, ვფიქრობ, მომდევნო კვირას მინდორზე ვივარჯიშებ. არ არსებობს ვადა, თუ როდის დავბრუნდები, თუმცა მე ვპროგრსირებ და სათამაშოდ მოსალოდნელზე სწრაფად გავალ".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ის რომ ბარსელონა დასუსტდა, ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით.მაგრამ ხომ უნდა ინახოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზები? მე პირადად კუმანის ხელში წარმატების იმედი უბრალოდ არ მაქვს.დროზე უნდა მოვიდეს გონზე ლაპორტა და მისი გუნდი და ვინმე კარგი მწვრთნელი მოიყვანოს გუნდში, სანამ კიდევ არ არის გვიანი.
ბარსა
14:35 11-09-2021
0
თუ დაცვის პრობლემები მოაგვარეს,ჩემპიონთა ლიგის მასშტაბითაც კი,საკმაოდ საინტერესო გუნდი იკრიბება.
სოსო
21:00 10-09-2021
2

სიახლეები პოპულარული