"ლუკ დე იონგი მეტად საშიშია ვიდრე ნეიმარი..." - რონალდ კუმანი

AutoSharing Option
რონალდ კუმანი "ბარსელონაში" ლუკ დე იონგის გადასვლით ბედნიერია, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის თქმით, თავდამსხმელი რიგ მომენტებში ნეიმარზე მეტად საშიშია.

შეგახსენებთ, კატალონიელებმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატეს.

"როდესაც ჩაწოდებაზე ვთამაშობთ, ლუკ დე იონგი მეტად საშიშია ვიდრე ნეიმარი" - ციტირებს NOS კუმანის სიტყვებს.

"ის ჩვენი სტილის ფეხბურთელი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდში მისი მსგავსი 1 ფორვარდი საჭიროა. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დე იონგის დამატება გასულ წელსაც ვთხოვე. მინდოდა სხვადასხვა სტილის ფორვარდი მყოლოდა, რადგან თუ თამაში ლუკის მსგავს შემტევს მოითხოვს, თავის გამოჩენის
შანსი აუცილებლად მიეცემა" - განაცხადა რონალდმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხალხო,მხოლოდ სტატიის სათაურის მიხედვით წერთ,პოსტებს?სტატიის ავტორმა აგაგდოთ და თქვენც წაუკითხავად გადაყლაპეთ ანკესი!კუმანთან ზოგადად, უამრავი პრეტენზია შეიძლება გვქონდეს,მაგრამ კარის წინ,ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე,დე იონგი რომ ნეიმარზე საშიშია,ვინმეს ეჭვი გეპარებათ?ნეიმარი მეტწილად თვითონ არის ,საჯარიმოში ჩამწოდებელი,დე იონგი კი,ის კაცია,ვინც ჩაწოდებულ ბურთებზე იბრძვის და კარში გადაგზავნის.სწორედ მაგას ამბობს, კუმანიც.
სოსო
11:22 11-09-2021
1
კუმანი აქამდე რომ არ 'უქნია'ისეთს იზავს,რომ ყველა იგრძნობს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული