"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის გამო გუნდს დიდი ხნით გამოაკლდება...

AutoSharing Option
მე-3 ტურში "ხეტაფესთან" მიღებული ტრავმის შედეგად მარტინ ბრაიტვეიტი დიდი ალბათობით კატალონიურ კლუბს 4 თვით გამოაკლდება.

კვირას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფეხბურთელს მუხლზე საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს, კომპეტენტურმა ორგანომ კი უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უმკურნალოს ფეხბურთელს ოპერაციის გარეშე.

ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ხერარდ მორენოც ადასტურებს, გავლენიანი პიროვნების თქმით, დანიელ შემტევს მუხლის ხრტილზე პრობლემა აქვს, რის გამოც 3-4 თვეს იუქმებს.

რა თქმა უნდა, რონალდ კუმანისა და "ბლაუგრანასთვის" ეს დიდი ჩავარდნაა, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში მარტინს ძირითად შემადგენლობაში ვხედავდით, თანაც როგორ დაბრუნდებიან
უსმან დემბელე, სერხიო აგუერო და ანსუ ფატი ჯერ არ ვიცით. ყოველივე ამის შემდეგ სავსებით ლოგიკურია, რომ ლუკ დე იონგი მეტად დაიტვირთოს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, სამშაბათს, 14 სექტემბერს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ტურში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბარსას გულშემატკივარი ვარ 80 - იანი წლებიდან.
დაღმასვლაც ბევრი ჰქონდა და აღმასვლაც.
მარადონა, სტოიჩკოვი, რიკელმე, რივალდო, ფიგუ, რონალდინიო, ხავიესტა და მესი...
პიროვნებები მოდიან და მიდიან.
დრო და ბარსა კი მუდმივია.
გუნდს მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის გამო არ უნდა უგულშემატკივრო.
გუნდი გუნდია, ხოლო ფეხბურთელი, ვინც არ უნდა იყოს, მოდიან და მიდიან.
წყალსიქითელი
21:37 13-09-2021
1
კარგი რა, ამაზრზენია უკვე, ისეთი სათაურები გამოგაქვთ.
ზურა
18:57 13-09-2021
1

სიახლეები პოპულარული