"რეალს" არ შეუძლიათ იყოს პსჟ, რადგან ისინი იტყუებიან..." - ლა ლიგის პრეზიდენტი

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა შეაქო იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ხარჯები საგრძნობლად შეამცირეს, რითაც "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა.

ტებასის თქმით, სანამ "ბლანკოსი" ფინანსურად მოძლიერებელია, მიღებული გადაწყვეტილების გამოც კი ვერ გაუწევენ პსჟ-ს ფინანსურად წინააღმდეგობას.

"მე აქამდეც ვთქვი, რომ ესპანური ფეხბურთი არ დაცემულა, არც "რეალი" და არც "ბარსელონა" - თქვა ხაიერმა ლა ლიგის ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

"თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ევროპის 80% კლუბებს ეს პრობლემა გაცილებით აწუხებთ. რაც შეეხება "ბლანკოსს", ვფიქრობ, რომ პანდემიის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებით
საუკეთესოები არიან, მათ დიდი ძალისხმებით ხარჯები შეამცირეს. "რეალს" არ შეუძლიათ იყოს პსჟ, რადგან ისინი იტყუებიან. მათ შეუძლიათ ხელფასის სახით 600 მილიონი ევრო გასცენ, რაც წარმოუდგენელია, "სამეფო კლუბი" ასე ვერასდროს იზამს, სწორედ ამიტომ ეს შეუძლებელია" - განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

ჩემპიონთა ლიგის 1-ელ ტურში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა, "სევილიამ" კი "ზალსბურგის" დამარცხება ვერ მოახერხა, მიუხედავად ასეთი ფაქტისა, ტებასი შექმნილი ვითარებით არ ნერვიულობს.

"ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ ახლა დაიწყო, გასულ წელს, მსგავსი სიტუაცია იყო, თუმცა ყველას ახსოვს, რომ ესპანურმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს. ლა ლიგის დონე ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე მატჩზე დამოკიდებული არ არის, როდესაც პრემიერ ლიგა ყველაზე მეტად გაიზარდა, მაშინ იცოდეთ, რომ 6 წლის განმავლობაში ლიგაზე ვერც ერთმა ინგლისურმა გუნდმა გამარჯვებით ვერ იზეიმა".

როდესაც ჟურნალისტები მის საყვარელ სამ ფეხბურთელზე დაინტერესდნენ, რომლებიც ესპანეთში თამაშობენ, ლა ლიგის პრეზიდენტმა 3 სპორტსმენი დაასახელა:

"ვიტყვი ვინისიუსს, რომელიც როგორც იქნა აფეთრქდა და გოლების გატანა დაიწყო, "სელტასთან" მისი აღნიშვნა არ მომეწონა, მაგრამ არაუშავს, ასევე დავასახელებ ანსუ ფატისა ("ბარსელონა") და მარკოს ლორენტეს ("ატლეტიკო"). ვფიქრობ, ანსუსა და ვინისუსს შეუძლიათ კარგად "გვამხიარულონ".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლა ლიგა კიარა საერთოდ ფეხბურთია შავ დღეში,არ არსებობს კლუბი ევროპაში რომელსაც ვერ შეაცდენს ტოტალიზატორი. ფულმა გააფუჭა საბოლოოდ ფეხბურთი.ლაპორტა და საერთოდ ევროპელი მამები ფეხბურთისა თავიან-ფეხებიანად კორუფციაში არიან ჩაფლულები. ასე რომ მშვიდობით ფეხბურთო.
მე ქართველი ვარ.
08:49 20-09-2021
0
რა საზიზღარი ტიპია ეს ტებასი. მაიმუნივით, რომ შემომჯდარა სკამზე და თავისივე ზღაპრების, რომ სჯერა ამ საცოდავს? ერთი სიტყვით, ლალიგა მაგარი დეგენერატების ხელშია.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული