ლა ლიგის მე-6 ტურში "კადისისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 0:0 დასრულდა.
5 მატჩის შემდეგ კატალონიელები პრიმერა დივიზიონში მე-7 ადგილს იკავებენ, ლიდერ "რეალს" კი 7 ქულით ჩამორჩებიან (1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული).
არასასურველი შედეგის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ჟერარდ პიკემ გააკეთა:
მე "ბარსელონას" მაისური იმისთვის არ მაცვია, რომ ვიყო მე-2 ან მე-3. აქ იმისთვის ვარ, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლო. ხანდახან ასეთ მომენტებთან გამკლავება გიწევს. ჩვენ გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობთ. სიტუაცია უმძიმესია...
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სეზონის საშინელი სტარტისა, ტიტულისთვის მაინც ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად ვარჯიში გვჭირდება.
გულშემატკივრები და დახმარება გვესაჭიროება" - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, "ბლაუგრანა" ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას "ლევანტეს" წინააღმდეგ 26 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გამართავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით