"როხიბლანკო" "ალავესთან" დამარცხდა - მოქმედი ჩემპიონები მძიმედ იწყებენ

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-7 ტურში "ალავესმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე გაიტანეს, თავი ვიქტორ ლაგუარდიამ გამოიჩინა.

ამრიგად, 7 ტურის შემდეგ "როხიბლანკო" 14 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, "ალავესი" 3 ქულით მე-20 ადგილს იკავებს.

"ატლეტიკო" 2 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში "ბარსელონას" უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "მილანს" ესტუმრება.

"ალავესი" 1-ელ ოქტომბერს ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული