კაცნაკლულმა "ვალენსიამ" ფრეს 90+5-ე წუთზე მიაღწია - ბორდალასი მამარდაშვილს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-7 ტურში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ბილბაოსთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მიმდინარე სეზონში პრიმერაზე ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში პირველად ჩააყენა იასპერ სილესენი.

69-ე წუთზე ბასკური გუნდი ინიგო მარტინესმა დააწინაურა, 82-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა თავდამსხმელი მაქსი გომესი გააძევა და "ვალენსია" რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მარკოს ანდრემ 90+5-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ნამატჩევს ბორდალასმა განაცხადა, რომ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა "ტყავი გაიძრო" და წაგება არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. მან მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცვლილების დრო მოვიდა. გიორგიმ თავის მოვალეობას კარგად გაართვა თავი. თქვენ იცით, ეს როგორ მოხდა. მან მოლოდინს და მოთხოვნებს გადააჭარბა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, უზარმაზარი მომავლის მქონე. გადავწყვიტეთ ორი დამარცხების შემდეგ არჩევანი უფრო გამოცდილ სილესენზე გაგვეკეთებინა, რომელიც სენსაციური იყო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა არა მარტო სპორტული, არამედ არსებული სახასიათო მდგომარეობით".

"ვალენსია" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართველი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ლა ლიგაში ყველაზე მეტი ნათამაშები?მამარდაშვილს,არა?ჰო და რა წარუმატებლობაზეა ლაპარაკი?ბიჭს გაუმართლა,შემთხვევის წყალობით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ავად თუ კარგად,6 ტურის განმავლობაში შეინარჩუნა კიდეც,ეს ადგილი.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ აქედან ერთ ტურში,ტურის საუკეთესო მეკარედაც კი დაასახელეს და მეტი რაღა უნდა ექნა,საბავშვო ბაღიდან პირდაპირ სამხეცეში შეგდებულ ბიჭს?ყველას დაანახა და დაუმტკიცა,რომ შეუძლია ლიგის საუკეთესო მეკარე გახდეს და ამისი პოტენცია აქვს.ახლა ამ პოტენციის გამოყენებისათვის მომზადებაა საჭირო და მიღებული გამოცდილება,ამაში უდიდეს სამსახურს გაუწევს.თვითონაც აღნიშნა სელესენზე,რომ ძალიან ბევრ რამეს მასწავლისო.აქვს კიდეც სასწავლებელი (ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ)და ისწავლის კიდეც.პირველი მეკარის პოსტი კი,ყოველთვის იარსებებს და მისი დროც მალე მოვა.დარწმუნებული ვარ,სათასო მატჩებში,გიორგის კვლავაც მისცემენ დროს.შესაძლოა სილესენსაც კვლავ რაიმე ტრავმა მოუვიდეს და თუ გიორგის კვლავ მოუწია ძირითადში,აუცილებლად უნდა აჩვენოს პროგრესი.საამისოდ კი,ძია ლენინმა გვასწავლა:"სწავლა,სწავლა,სწავლა მუდამ!".ეს ერთი მოწოდება მაინც დაგვიტოვა, ჭკვიანური.
სოსო
11:32 27-09-2021
0
შევეშვათ, გიორგის უსაფუძვლო კრიტიკას და წარმატება ვუსურვოთ! ასევე ჩვენს ხვიჩას და ჩაკვესაც.
ქომაგი, ლუკა
18:36 26-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული