"ბარსელონას" მომავალი ნათელია - კუმანის სახელი კი მორიგი დიდებისკენ მიიწევს

AutoSharing Option
ცხოვრება საქანელას ჰგავს. ზუსტად იმავეს თქმა შეგვიძლია სპორტზეც. რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" მომავალი უიმედოდ მოჩანდა, დღეს კი კატალონიურ კლუბში პერსპექტიული ახალგაზრდების იმედი აქვთ.

გუშინ, 26 სექტემბერს, "ბლაუგრანამ" "ლევანტე" საკუთარ კედლებში 3:0 დაამარცხა და გულშემატკივარს იმედი კიდევ ერთხელ ჩაუსახა. და მაინც, საიდან გაჩნდა ეს ილუზია? გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე პერსპექტიულმა ახალგაზრდამ მიიღო. ითამაშეს და გაიმარჯვეს. თავის მხრივ, "ბარსელონას" ამჟამინდელი თავკაცი რონალდ კუმანი ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ დიდ ნდობას იჩენს, რაც საბოლოოდ, შედეგამდეც მიდის.

ჟერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსის გარდა, "ბლაუგრანა" მოედანზე თინეიჯერებით
გაივსო: ოსკარ მინგესა (22), რონალდ არაუხო (22), ერიკ გარსია (20), ნიკო გონსალესი (19), გავი (17), იუსუფ დემირი (18) და ანსუ ფატი (18).

გავი და ანსუ ფატი გამოირჩნენ

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შესანიშნავად იმოქმედეს, თუმცა გავისა და ანსუ ფატის თამაში გამოსარჩევია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "ბლაუგრანაში" ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, დიდი სახელების გუნდში მოსვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია, მსგავსი ნიჭიერი თინეიჯერებისთვის კი ეს შანსი უნდა იყოს, თანაც რონალდ კუმანი და მისი სამწვრთნელო შტაბი დიდ ნდობას უცხადებენ.

ამ ძალით კატალონიელებს მოთმინება მართებთ, რათა ჩამოთვლილი ფეხბურთელები სწორ გზას გაუყვნენ. თუ პროექტმა იმუშავა, კუმანის სახელი "ბლაუგრანას" ისტორიაში წარმატებით გაგრძელდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
პედრი და პუჩი ვეტერანებში ითვლებიან?ძალიან ნიჭიერი ბიჭები გამოჩნდნენ,მაგრამ ლა ლიგაში მათი წარმატებები,სტაბილური ვერ იქნება,სწორედ მცირე ასაკის გამო.არასტაბილური გუნდი,კი,ტიტულებზე ვერ გაიქაჩება და ეს ცხადია.წარუმატებლობებს კი,ვინ აპატიებს,კუმანს თუ კლუბის პრეზიდენტს?არა მგონია დიდხანს უთმინონ.
სოსო
15:51 27-09-2021
3
ალავესთან გამარჯვება, ეს არ არის საზომი. ბარსას გაუმრთლდა, რომ ძალიან სუსტ გუნდს ეთამაშებოდნენ.
asea.
15:43 27-09-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული