"მწვრთნელის გათავისუფლება ყველაზე მარტივი ხერხია..." - ბუსკეტსი ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ბენფიკასთან" 0:3 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ სწრაფად ვერ დავლაგდით და პირველი გოლი მალევე გავუშვით. შანსები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ. შეტევას ვცდილობდით, თუმცა მეტოქემ უკან დახევა გვაიძულა. გვინდოდა გაგვეტანა, თუმცა "ბენფიკა" ყველაფერს უმკლავდებოდა.

რაც შეეხება კუმანს, მწვრთნელის გათავისუფლება ყველაზე მარტივი ხერხია. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ფეხბურთელებზე. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ" - განაცხადა სერხიომ.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 0 ქულა აქვს და E ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაყვინთა ბარსამ. ბენფიკამ მწარედ ასოსკა და უერესი ელოდება ამ გუნდს ცუდი მენეჯმენტის ხელში
Dima
17:06 01-10-2021
1
ფარჩაკა ლუკ დე იონგით ვის გინდა რო მოუგო, ადრე იტყოდი ბარსას დაცვა არ უვარგაო ახლა გვივარგა რამე რო? კაცი ცარიელ კარში რო ვერ შეაგდებ გოლს და ბარსას თავდასხმაში ძირითადში რო ხარ კაი რა.მივდივართ მგონი მილანის გზაზე მარა ვინ ამოგვაგრევს უკან კაცმა არ იცის.
ABCABC
18:45 30-09-2021
1

სიახლეები პოპულარული