5 გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურა - ლაპორტას გამოცდილი მწვრთნელის დანიშვნა სურს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, გუნდში გერმანელი სპეციალისტის ხილვა სურს.

ავტორიტეტული პირის საყვარელი მწვრთნელები იურგენ კლოპი ("ლივერპული"), ჰანსი ფლიკი (გერმანიის ნაკრები) და თომას ტუხელი ("ჩელსი") არიან. ამ სამეულიდან ყველაზე მეტად ჟოანს თომასი მოსწონს, თუმცა მისი "ბლაუგრანაში" ხილვა შეუძლებელია, რადგან ტუხელს "არისტოკრატებთან" 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება დადებული.

გამოსარჩევია ასევე კიდევ 2 ახალი გერმანელი სპეციალისტი - იულიან ნაგელსმანი ("ბაიერნი") და რალფ რაგნიკი (მოსკოვის "ლოკომოტივი"). ამ უკანასკნელს კატალონიელთა გუნდს გასული სეზონის მიმდინარეობისასაც უკავშირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ლაპორტა და ხელმძღვანელობა რაგნიკს მწვრთნელად დანიშვნის
თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

აქამდე აქტიურად იწერებოდა ხავისა ("ალ-სადი") და რობერტო მარტინესის (ბელგიის ნაკრები) დანიშვნაზეც, თუმცა ბოლო დროს მათი სახელები თითქოსდა სადღაც გაქრა.
შეგახსენებთ, ლაპორტას თქმით, კუმანისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, 2 ოქტომბერს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გაიმართება, დადებითი შედეგის ვერდაფიქსირების შემთხვევაში კი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altMarca: ლაპორტამ კუმანს განაჩენი გამოუტანა!



მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფრის გადაბრალება ამ გასიებულ კუმანზე, შენის მხრიდან ლაპორტა, ცოტა უხერხული, ხომ არ არის? მესის მერე, შენი ფასი 00- ნოლია. შენც უნდა მოშორდე ბარსას. რას დაამსგავსეთ ეს უდიდესი გუნდი? ტრანსფერებით ხან ვის მოათრევთ, ხან ვინ მოგყავთ. ან ეს გამოქლიავებული, ლუკ დე იონგი რა მოსაყვანი იყო? ხელფასები ხომ უნდა უხადოთ? და მესისთვის კი ყველაფერი დაგენანათ, ხოდა მწარე შედეგიც სახეზე გაქვთ.
გია
14:41 01-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული