როგორ გაამწარეს სუარესი "ბარსელონაში" - ლუისმა ყველაფერი გაამხილა

AutoSharing Option
კატალონიურ "სპორტთან" ინტერვიუში "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გაიხსენა, თუ როგორ დამამცირებლად მოექცნენ "ბარსელონაში".

- როგორ თვლით, ვინაა თქვენი "ბარსელონადან" წასვლის გამო პასუხისმგებელი? ეს კუმანია თუ ბართომეუ, რომელიც როგორც მოჩანდა, კარგა ხანია თქვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი?
- ყველა მონაწილეობდა. მე ამაზე უკვე გასულ სეზონში ვილაპარაკე. რაც შეეხება მწვრთნელს, მტკიცე ხასიათი და ავტორიტეტი რომ ჰქონოდა, სხვანაირად მოიქცეოდა. პირად საუბარში ეთქვა, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდა, კონკრეტული მიზეზები დაესახელებინა - მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა...

თუმცა, ეს არ უთქვამს, ხოლო როდესაც "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი შევათანხმე და
"ბარსელონასთან" ხელშეკრულება გავწყვიტე, მოვიდა და მითხრა, რომ თუ შეთანხმება ჩაიშლებოდა, "ვილიარეალთან" მატჩის განაცხადში შემიყვანდა. ვუპასუხე: "როგორ? მე შენს გეგმებში არ შევდივარ და განაცხადში შემიყვან?"

მან მესამე და მეოთხე მოედანზე გამიშვა სავარჯიშოდ და ისე მექცეოდა, თითქოს 15 წლისა ვიყავი. ეს მტკივნეული იყო. ასეთი უპატივცემულობის გამო სახლში თვალცრემლიანი ვბრუნდებოდი.

არასოდეს გამომიჩენია მის მიმართ უპატივცემულობა, ყველაფრის მიუხედავად ვვარჯიშობდი, არ ვაჩვენებდი, რომ უკმაყოფილო ვიყავი, რადგან პროფესიონალი ვარ. უკეთეს გადაწყვეტილებას ვეძებდი.

ბართომეუმ ყველას უთხრა, რომ გუნდზე ცუდ ზეგავლენას ვახდენდი. ეს ერთი კვირით ადრე გავიგე, ვიდრე კუმანი დამირეკავდა. ამან ტკივილი მომაყენა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოდა ლუი, დღეს ამოიყარე ჯავრი ამ დეგენერატებზე! შენნაირ ცხრიანს კაცი გაუშვებდა? აღარ ვიძახი 10-ანზე!
გია
10:02 02-10-2021
0
ეს კუმანი "ნაც.მოძის" წევრივით არის,არავის არ გვევასება,მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება..
Levani
23:12 01-10-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული